11 X 11
სპორტული პორტალი

ოქროს ბურთი უნდათ

0 17

რაღა თქმა უნდა იცით, რომ France Football-ის მიერ 1956 წელს დაარსებული, წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, 2020 წელს არავის გადაეცემა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე წამყვანი ქვეყნის  ჩემპიონატი შეწყდა, ხოლო თებერვლიდან სანაკრებო მატჩები აღარ გამართულა, ევროთასების დასკვნითი ეტაპებიც კი შეკვეცილად ჩატარდა.

პოპულარულმა საიტმა Change.org-მა ხელმოწერები დაიწყო პეტიციაზე მოთხოვნით France Football-მა შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება და ამა წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინოს. უკვე 100 000-ზე მეტი ხელრთვა შეგროვებულა. ვნახოთ თუ იღებს ყურად ფრანგული გამოცემის  მესვეურები გულშემატკივართა მოთხოვნას.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო