პსჟ-ის თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ “იუვენტუსში” გადასვლა არ ისურვა, – იტყობინება Goal-ი.
ასევე დაგაინტერესებთ
“იუვემ” რამდენიმე კვირის წინ კავანის წინადადებით მიმართა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი უთხრა. ურუგვაელმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ადრე “ნაპოლიში” თამაშობდა და ეს გუნდი და ქალაქი ძალიან უყვარს.
33 წლის კავანი პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით აიბარგა და დღემდე უგუნდოდაა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ედინსონი შეიძლება “რეალში” გადავიდეს.