11 X 11
სპორტული პორტალი

ლაუტაროს მესისთან უნდოდა

0 18

იტალიური მედია წერს, რომ მილანის “ინტერის” 22 წლის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა, რომელიც “ბარსელონაში” გადადიოდა და მასში კატალონიელები 111 მილიონ ევროსაც იხდიდნენ, ბლაუგრანას ხელლმძღვანელობას მოლაპარაკების შეჩერება მოსთხოვა.

საქმე ისაა, რომ ლაუტაროს “ბარსაში” გული იმად მიუწევდა, რომ იქ თანამემამულე ლეო მესის მხარდამხარ თამაში სურდა, მაგრამ რადგან შეიძლება მესიმ იქაურობა დატოვოს, ლაუტარომაც ჭოჭმანი დაიწყო და “ლეოს სატრანსფერო საგის” დასრულებას ელოდება. ამ გარემოებით მყის ისარგებლა ნერიაძურის შეფობამ და ლაუტაროს ბევრად გაუმჯობესებული პირობებით კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. ფეხბურთელის პასუხი ჯერ უცნობია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო