11 X 11
სპორტული პორტალი

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს უფროსი მოხსნეს

0 19

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს უფროსის თანამდებობას იური განუსი სამი წლის განმავლობაში იკავებდა და ამ პერიოდში ბევრი უსიამოვნება მიაყენა იქაურ სპორტულ ჩინოვნიკებს, რადგან მკაცრად თხოულობდა ეთანამშრომლათ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსთან, რომელმაც რუსულ სპორტში დოპინგის მასშტაბური გამოყენების გამო უამრავ სახეობაში რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა. ამას ისიც ემატებოდა, რომ საჯარო გამოსვლებში პირდაპირ ასახელებდა თუ რომელ ჩინოვნიკი მონაწილეობდა აკრძალული პრეპარატების გამოყენების მოთხოვნაში და ვინ ხელმძღვანელობდა დოპინგ-ტესტების გაყალბებას.

ჰოდა, რადგანაც ასეთი რამ რუსეთის ავტორიტარული რეჟიმისათვის მიუღებელია, განუსის თავს შავმა ღრუბლებმა მოიყარეს თავი. ფიგურალობას დავანებოთ თავი და პირდაპირ ვთქვათ – განუსის უწყებაში „რევიზია“ გააგზავნეს. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მას ფინანსური დარღვევები „აღმოუჩინეს“ და თანამდებობიდანაც მოხსნეს. მეტიც, მის საქმეს სავარაუდოდ სამართალდამცავებს გადასცემენ და თუ საზღვარგარეთ არ გაასწრო, ვირის აბანოსაც ახეხინებენ.

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო