11 X 11
სპორტული პორტალი

სიტი მესის მილიარდერად აქცევს

0
იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი ის კაცია, რომელმაც კომბლე არ იცის, მაგრამ საფეხბურთო ტრანსფერებში ლამის ყველაფერს პირველი იგებს . ჰოდა, ამ ტანკრედიმ იუწყა, რომ იმ შემთხვევაში თუ ლიონელ მესი “ბარსელონასგან” თავს დაიხსნის და “მანჩესტერ სიტიში” გადავა, “ქალაქელები მას 5 წლის განმავლობაში სულ 500 მილიონ ევროს გადაუხდიან. არგენტინელ ვარსკვლავთან პირობა ასეთია: ლეოს წლიური ხელფასი 50 მილიონი ევრო იქნება. აქედან 3 სეზონი მანჩესტერ სიტიში” ითამაშებს, შემდეგ ორს კი MLS-ურ “ნიუ-იორკ სიტიში” გაატარებს. ასე რომ, ჯამში 250 მილიონი გამოუვა. ალბათ იკითხავთ, დანარჩენი 250-იო და გეტყვით, რომ ამ თანხას აშშ-ში გადასვლის საფასურად მიიღებს. ამრიგად, თუ ეს გარიგება შედგა, მაქსიმუმ 3 წლისთავზე ლიონელ მესი ოფიციალურად მილიარდერი გახდება, რადგან ამჟამად მისი ქონება სხვადასხვა დათვლებით ნახევარ მილიარდ ევროს აჭარბებს.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო