11 X 11
სპორტული პორტალი

სუარესმა, არსადაც არ წავალო

0

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ურუგვაელ თავდამსხმელს ლუის სუარესს რომ დაურეკა და სულ ერთწუთიან საუბარში პირდაპირ მიახალა, არ მჭირდები და სხვა გუნდი მონახეო, იცით. ასეთი უპატივცემულობით გაბრაზებულმა ლუისმა ჯერ ის თქვა, კონტრაქტით გათვალისწინებული ერთი სეზონი მზად ვარ თადარიგში ვიყოო, მაგრამ კუმანმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა, ეგ კაცი მომაშორეთო.

ამას კი უნდა, მაგრამ სუარესის გაშვება ასე ადვილი არ არის, რადგან თუ წასვლას თავად არ დათანხმდა, მაშინ კლუბმა თავისი ინიციატივით უნდა გაუწყვიტოს კონტრაქტი და საკომპენსაციოდ 14 მილიონი ევროც ჩაახუტოს. ეგ კიდევ არაფერი – იგივე ოდენობის თანხის გადასახადის სახით ქვეყნის ბიუჯეტში შეტანაც მოუწევთ. ჰოდა, ამდენი ნაღდად არ უღირთ სუარესი და დილემის წინაშე დგანან.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო