11 X 11
სპორტული პორტალი

რაკიტიჩი სევილიას დაუბრუნდა

0

როგორც მოსალოდნელი გახლდათ ივან რაკიტიჩმა “ბარსელონა” დატოვა და იმ “სევილიას” დაუბრუნდა, საიდანაც 2014 წელს გადავიდა კატალონიურ გრანდში. ხორვატ ნახევარმცველს ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა ანდალუსიაში, არანაკლები ბლაუგრანაში, რომელთანაც კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურებოდა და ამდენად კლუბები ტრანსფერზე ადვილად მორიგდნენ. როგორც “მარკა” წერს, რაკიტიჩი თითქმის უფასოდ გაუშვეს, თუმცა “ბარსელონა” რაღაც სარგებელს მაინც მიიღებს, რომელიც კლუბებს შორის დადებულ შეთანხმებაში იქნება გაწერილი. თავად ფეხბურთელს, რომელიც ამ წუთებში სამედიცინო შემოწმებას კატალონიის დედაქალაქში გადის, “სევილია” 2+1-წლიან კონტრაქტს დაუდებს და მესამე წლის თაობაზე იმის მიხედვით მოილაპარაკებენ, თუ როგორ ფორმაში იქნება რაკიტიჩი. “მარკა” იმასაც ამატებს, რომ “სევილიას” პრეზიდენტი მონჩი ტრანსფერის გაჩარხვის თაობაზე სულ მალე იუწყებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო