11 X 11
სპორტული პორტალი

ცოლის ენით დაუბრებულნი

0

ჩილელი მეკარის კლაუდიო ბრავოს „ბეტისში“ ჩარიცხვას მისი თანამემამულე, ჯერაც „ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი გამოეხმაურა. „ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ჩემს კოლეგას და მათ წარმატებებს ვუსურვებ. ასევეა კლაუდიოს შემთხვევაშიც, მაგრამ ჩვენ მეგობრები ვეღარასოდეს ვიქნებით და ეს სულაც არ შეგვიშლის ხელს ნაკრებში

გვერდიგვერდ, თავდადებულად ვითამაშოთ. ფეხბურთის გუნდში ყველა მეგობარი ვერ იქნება და არც არის საჭირო. რაც მოხდა, იმას ვერ დავივიწყებ. რა ვქნა, ასეთი ხასიათი მაქვს“, – არ დამალა არტურომ.

გეცოდინებათ და თუ არ იცით ან არ გახსოვთ, გეტყვით, რომ 1917 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბრაზილიასთან 0:3-ზე წაგების შემდეგ, კლაუდიო ბრავოს ცოლმა მისი თანამეცხედრის თანანაკრებელები მწვავედ გააკრიტიკა, დროსტარებას გადაყოლილები, ნაკრების წინაშე უპასუხისმგებლოები და უპრინციპოები უწოდა. ეს კრიტიკა არცთუ უსაფუძვლოდ ვიდალმა საკუთარ თავზე მიიღო და კლაუდიოს ურჩია ცოლს თავზე ნუ ისვამს და ენას კბილი დააჭერინოს, რასაც ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოჰყვა და დღემდე უბრად არიან.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო