11 X 11
სპორტული პორტალი

ჰემილტონმა შუმახერის კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა

0
ფორმულა1-ის ბელგიის გრან-პრის მოგების შემდეგ, რომელზეც მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდა, აღმოჩნდა რომ მან მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, ლეგენდად ქცეული მიხაელ შუმახერის კიდევ ერთი რეკორდი გააუმჯობესა. სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ლუისმა კარიერის ყველა რბოლისას ლიდერად ყველაზე მეტი, 24 287 კილომეტრი გაიარა. აქამდე შუმახერის რეკორდი 24 144 კილომეტრს შეადგენდა. მესამე ადგილზე მოქმედი მრბოლელი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელია 18 121 კილომეტრით. მომდევნო მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი აირტონ სენა და ალენ პროსტი იკავებენ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო