11 X 11
სპორტული პორტალი

იგუაინი ინტერში გადადის

0
“იუვენტუსში” მთავარ მწვრთნელად დანიშვნისთანავე ანდრეა პირლომ არ დამალა, რომ მის გუნდში გონსალო იგუაინის ადგილს ვერ ხედავს და ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმაც ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო. ჰოდა, მისმა პირადმა აგენტმა “ინტერის” ტრანსფერი გაუჩალიჩა. ნუ გაგიკვირდათ, მილანური ნერიაძურისა კი არა, არამედ ამერიკული მაიამის “ინტერისა”, რომლის ერთ-ერთი მფლობელი დევიდ ბექჰემი გახლავთ. როგორც გვარწმუნებენ, ხელშეკრულება მალე გაფორმდება. ცოტა ხნის წინ ამ მაიამურ კლუბში პიპიტას “იუველი” თანაგუნდელი, ფრანგი ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი ჩაირიცხა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო