11 X 11
სპორტული პორტალი

ქვილითაია, სავარაუდოდ, გენტს დატოვებს

0
არაა ურიგო თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, ვენის “რაპიდში” გამოირჩეოდა, მაგრამ “გენტში” საქმეები კარგად ვერ წაუვიდა და განაცხადშიც ვეღარ ხვდება. ასეთ ვითარებაში როგორც წესი კლუბმა და ფეხბურთელმა რამე უნდა მოიმოქმედონ.

 

sportmagazine.knack.be ბელგიის საფეხბურთო ამბების მიმოხილვისას აღნიშნავს, რომ 2018 წელს “გენტში” გადასულ 26 წლის ფორვარდს როგორც ჩანს, გუნდში ადგილი მეტად არ მოეძიება, კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მიუხედავად ამისა, გიორგი ჩაკვეტაძის თანამემამულეს ახალი დამსაქმებლის მოძებნის უფლება მისცეს.

 

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “გენტი” სწორედ “რაპიდს”

დაუპირისპირდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო