11 X 11
სპორტული პორტალი

მესის სანქციებს არ აკისრებენ

0 15

ლიონელ მესი გუშინ დანიშნულ სამედიცინო შემოწმებაზე არ მივიდა და კლუბს ისიც შეუთვალა, რომ წინასასეზონო შეკრებაზე გამოცხადებას საერთოდ არ აპირებს. „ბარსელონას“ ხელმძღვანელობიდან გამოჟონა ხმამ, თითქოსდა ასეთი ურჩობისათვის არგენტინელ ვარსკვლავს ჯერ მხოლოდ ფინანსურად დასჯიდნენ, რაც იმას ითვალისწინებდა, რომ ყოველ გაცდენილ დღეზე ხელფასს პროპორციულად დაუქვითავდნენ. თუმცა, ახლა გაირკვა, რომ ბლაუგრანას უფროსობამ გადაწყვიტა სიტუაცია არ გაამწვავოს და ხსენებულ სანქციაზე უარი თქვა. როგორც ჩანს, მათ კიდევ აქვთ იმედი მესის დარჩენაზე თუ ვერ დაიყოლიებენ, „მანჩესტერ სიტიში“ სარფიანად გაყიდვაზე მაინც დაითანხმებენ. შეგახსენებთ, მანკუნიანელები ლეოში 223 მილიონ ევროს ჩამოდიან.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო