11 X 11
სპორტული პორტალი

ნეიმარი პსჟ-ში რჩება

0
ეს თავად ბრაზილელმა თავდამსხმელმა ბრძანა ერთ ფრანგულ გამოცემასთან საუბარში. ნეის თქმით, მინიმუმ ერთი სეზონი კლუბის გამოცვლას არ აპირებს, თუნდაც იმიტომ, რომ გასრულებულმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებამ აჩვენა, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ახლა ნამდვილად ის გუნდია, რომელსაც ხელეწიფება ამ უპირველესი საკლუბო ტურნირის მოგება. „სამწუხაროდ, ფინალში „ბაიერნთან“ დავმარცხდით, მაგრამ არ გავტეხილვართ. ყველას ვაჩვენეთ თუ რა შეუძლია პსჟ-ს ახლანდელ შემადგენლობას. მე არსად გადასვლას არ ვაპირებ და თანაგუნდელებთან ერთად შევეცდები ჩემპიონთა ლიგის მოგებას, რათა ისტორიაში შევიდეთ. იმასაც გეტყვით, რომ პირადი პრიზები და რეკორდები ნაკლებად მანაღვლებს. ფეხბურთი გუნდური თამაშია და თუ გინდა დიდი სახელი დაიგდო შენმა გუნდმა დიდი გამარჯვებები უნდა მოიპოვოს“, – დასძინა ნეიმარმა.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო