დაადგა საშველი და ხამეს როდრიგესი მადრიდის „რეალს“ საბოლოოდ დაშორდება. 29 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველის ყიდვა „ევერტონმა“ გადაწყვიტა და მასთან ოთხწლიანი კონტრაქტის პირობები თითქმის შეათანხმა. მომავალ კვირაში, როდესაც ხელშეკრულების ზოგიერთი პუნქტი დაზუსტდება, ფეხბურთელი მერსისაიდელებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.გასულ სეზონში, იჯარებიდან დაბრუნებულმა ხამესმა „რეალში“ სულ 11 არასრული მატჩი ჩაატარა და ოდენ 1 გოლი გაიტანა. კონტრაქტის ფინანსურ მხარეზე ჯერ არაფერი ვიცით. ისე, როდრიგესის სატრანსფერო ფასად 32 მილიონი ევრო სახელდება.