11 X 11
სპორტული პორტალი

ზლატანი მილანში კონტრაქტის გასაგრძელებლად ჩავიდა

0

რამდენიმე საათის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში ჩაფრინდა. მალპენზას აეროპორტში მას ჟურნალისტები დახვდნენ და კომენტარი სთხოვეს, რაზეც იბრამ ჩვეული აგდებით უპასუხა, რომ ხომ იცით ჩემი ჩამოსვლის მიზეზი და რაღას მეკითხებითო. გადაწყვეტილი ამბავი იყო, რომ შვედი თავდამსხმელი „მილანთან“ ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებდა და ჯამაგირი 7 მილიონი ევრო ექნება. აეროპორტიდან, სადაც მას სწრაფი ტესტი ჩაუტარეს კორონავირუსზე, პირდაპირ კლუბის ოფისში წავიდა, საიდანაც ერთ საათში გამოვიდა და „მილანელოსკენ“ გასწია, სადაც საფიქრებელია, თანაგუნდელებს შეუერთდება და საღამოს ვარჯიშსაც გამართავს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო