კორონამ ბოკა ხუნიორსი მოცელა
არგენტინულ „ბოკა ხუნიორსს“ 17 სექტემბერს ლიბერტადორესის თასზე პარაგვაულ „ლიბერტადთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ… გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი შეუძლოდ შეიქნა და ხელმძღვანელობამ კოვიდ-19-ზე ყველა მოთამაშეს შესაბამისი ტესტი ჩაუტარა. შედეგი სავალალო გამოდგა – 19 ფეხბურთელი დაინფიცირებული აღმოჩნდა. იმ შემთხვევაში თუ ბარაკასელები „ლიბერტადის“ წინააღმდეგ გუნდის გაყვანას ვერ შეძლებენ, ამ ტურნირის რეგლამენტის მიხედვით ტექნიკური წაგება ჩაეთვლებათ.