11 X 11
სპორტული პორტალი

21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

0

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ემზადება. ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ახალგაზრდული ნაკრები უკვე ორი დღეა ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ვარჯიშობს. ამ ეტაპზე 21 წლამდე ნაკრებში 23 ფეხბურთელია. ლვოვის რუხის წევრი რატი არდაზიშვილი საწვრთნელ პროცესში 1 სექტემბრიდან ჩაერთვება.

ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა გუნდის დახმარებას ლუკა ლაკვეხელიანი. ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც საფრანგეთთან მატჩს გაფრთხილების გამო გამოტოვებს, შესაძლოა ნაკრებს ლიხტენშტაინთან შეუერთდეს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა,გორი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“, თელავი)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“, თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“,ქუთაისი), ლუკა ასათიანი („სამგურალი“, წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე („სამგურალი“, წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა („ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი („მეზოკოვეშდი“, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი („დინამო“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), ნიკა გაგნიძე („დილა“, გორი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი), რატი მჭედლიშვილი („ლოკომოტივი“,თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე ძებნიაური („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“ წყალტუბო), ბექა ქავთარაძე („საბურთალო“, თბილისი)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სექტემბრის კალენდარი:

4 სექტემბერი, 21:00
გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი
საქართველო – საფრანგეთი
8 სექტემბერი, 19:00
ესხენი, სპორტპარკი
ლიხტენშტაინი – საქართველო

GFF.GE

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო