ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი “ბაიერნიდან” “ლივერპულში იმის გამო ჯანჯლდება, რომ მერსისაიდელებს ბავარიელთა მიერ მოთხოვნილი 30 მილიონი ევრო ეძვირებათ და მხოლოდ 20 მილიონს ჩამოდიან. ამ სიტუაციით სურს ისარგებლოს “მანჩესტერმა”, რომლის წარმომადგენლები უკვე ელაპარაკენ ბრაზილიური წარმოშობის 29 წლის ესპანელი ნახევარმცველის წარმომადგენლებს და თითქმის შეუთანხმდნენ პირად კონტრაქტზე, მაგრამ სატრანსფერო თანხა არც მათ აძლევთ ხელს, ახლა “რეკორდმაისტერის” შეფებთან დაიწყებენ ვაჭრობას და ვნახავთ რაც გამოუვათ.
წინა პოსტი
შემდეგი პოსტი
სხვა სიახლეები