11 X 11
სპორტული პორტალი

ბატკას რეჟიმის მსხვერპლი ფეხბურთელები

0 14

მინსკის „კრუმკაჩეის“ ორი ფეხბურთელი სერგეი კოზეკა და პაველ რასოლკო, რომლებიც ბელორუს სამართალდამცავებს ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს მილიციის მანქანის დაზიანების ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული, გაანთავისუფლეს. განთავისუფლება განთავისუფლებად, მაგრამ კოზეკა ისე სასტიკადაა ნაცემი, რომ ხერხემლის მალა აქვს მოტეხილი და თირკმლების დაჟეჟილობა აღენიშნება. ფეხბურთელები ანტისამთავრობო გამოსვლაში მონაწილეობას უარყოფენ და ამბობენ, რომ იმადგილას შემთხვევით მოხვდნენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო