11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

დე იონგი: ბარსაში ქაოსია!

0
03.06.21. 663×81 ბანერი
“ბარსელონას” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა გუნდში შექმნილ სიტუაციასა და იქ არსებულ ატმოსფეროზე ისაუბრა.“ბარსელონაში სრული ქაოსია და ეს არც არის გასაკვირი, რადგან მესის წასვლა კარდინალურად შეცვლის ჩვენს მდგომარეობას. პირადად ლეოსთან არ მილაპარაკია და არც ტელეფონით დამირეკავს, რადგან მეუხერხულება, მასთან ასეთი ახლო ურთიერთობა ნამდვილად არ მაქვს. სანაკრებო მატჩებიდან დაბრუნებული კარგად გავერკვევი თუ რა ხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თვალ-ყურს არ ვადევნებ მესის ირგვლივ შექმნილ ალიაქოთს. ისე, ძალიანაც რომ არ გინდოდეს ამის თაობაზე რაიმეს შეტყობა, მაინც ვერსად დაემალები, ვერც თვალს მოარიდებ და ვერც ყურებს დაიხშობ.მე პირველი სეზონი გავატარე “ბარსაში” და ვერაფერი მოვიგეთ. ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან მუდმივად  იგრძნობოდა არაჯანსაღი დაძაბულობა… ბოლო-ბოლო ორი მწვრთნელი შეცვალეს… მესის წასვლა საშინელი დარტყმა იქნება გუნდისათვის. ახლა ამაზე ფიქრს თავს ვარიდებ და იმედს ვიტოვებ, ყველაფერი კარგად დასრულდება”, – დასძინა ფრენკიმ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო