11 X 11
სპორტული პორტალი

დიეგო ფორლანი გადააყენეს

0
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გამოჩენილმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა ერთ ხანს ბიზნესში სცადა თავი და არცთუ წარუმატებლად, მაგრამ გულმა მაინც ფეხბურთისაკენ გაუწია და 40 წლის ასაკში მწვრთნელობა დაიწყო. ის სათავეში “პენიაროლს” ჩაუყენეს და მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა მარადიულ მეტოქე “ნასიონალს”. ეს არ მოეწონა “პენიაროლის” ბოსებს და ფორლანი გადააყენეს. მის ნაცვლად გუნდს მარიო სარალეგი უთავკაცებს.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო