11 X 11
სპორტული პორტალი

გვარდიოლამ მესის დაურეკა და ბარსელონაში დარჩენა ურჩია

0 13

მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ბარსელონადან, სადაც ლეო მესის და მის წარმომადგენლებს შეხვდა, ინგლისში დაბრუნდა და მანკუნიანური კლუბის შეფებს შექმნილი სიტუაცია გააცნო, ფერან სორიანოსთან და ჩიკი ბეგირისტაინთან თათბირის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ სეზონში მესის გადაყვანა ფინანსური მოსაზრებებით არ უღირთ, თან არც მისი დაკარგვა უნდათ და ამიტომ პეპმა პირადად ლეოს დაურეკა, “სიტის” პოზიცია გააცნო და ურჩია უმჯობესია კონტრაქტით გაწერილი ერთი წელიწადი “ბარსელონაში” დარჩეს და შემდეგ უფასოდ გადავიდეს მათ გუნდში. რა უპასუხა მესიმ, არ ამბობენ. თუმცა, ამ დღეებში დაანონსებული მესის მამის ხორხესა და ბლაუგრანას პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბარტომეუს შეხვედრა ამ საკითხს, სავარაუდოდ, ნათელს მოფენს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო