11 X 11
სპორტული პორტალი

ჰარტმა ტრამპს ტლუ უწოდა

0 18

 

 

 

„ნიუ ორლეანის“ მცველმა ჯოშ ჰარტმა ფეხი აუწყო და ხმა ააყოლა NBA-ში დაწყებულ მოძრაობა Black Lives Matter-ის მხარდასაჭერ, ირიბად კი ანტიტრამპისტულ კამპანიას. გეცოდინებათ, რამდენიმე თვეა ამერიკის შეერთებულ შტატებში შავკანიანთა უფლებების დაცვის საბაბით გამოსული დემონსტრანტები ბევრ დიდ ქალაქში მასობრივ არეულობებს და ვანდალურ ქმედებებს ჩადიან, რის გამოც ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ პროპორციული ძალის გამოყენება უხდება. აღარავისათვის აღარ არის დასამალი, რომ ამ გამოსვლების უკან თუ არ დგანან, უთანაგრძნობს მაინც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთა საკმაო ნაწილი.                                                                                                                                                  ამიტომ, ბუნებრივია, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკვეთრად უარყოფითად შეხვდა კალათბურთელების ამ პოზიციას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 23 აგვისტოს ქალაქ კენოშში პოლიციელებმა რამდენიმე გასროლით მოკლეს აფროამერიკელი ჯეიკობ ბლეიკი და ამის საპროტესტოდ კალათბურთელებმა სამდღიანი ბოიკოტი გამოაცხადეს, რის გამოც პლეი-ოფის თამაშები დროებით შეწყდა. ტრამპის გაბრაზებას იწვევს ისიც, რომ მატჩების დაწყების წინ, სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას მოთამაშეები დაჩოქილნი გამოხატავენ თავიანთ უკმაყოფილებას. პრეზიდენტი დიდი თავშეკავებით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ ნერვებს თოკავს და არაერთხელ განაცხადა, რომ NBA- მკვეთრად პოლიტიზირებულია და პროტესტის ამგვარი ფორმებით გამოხატვა მიუღებელია.

ტრამპის ასეთ განცხადებებს, ყოველთვის კალათბურთელთა უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე და ახლა ჯოშ ჰარტმაც „აღიმაღლა ხმა“ და აშშ-ს პრტეზიდენტს თავისი ტვიტერიდან, დაახლოებით თუ ვთარგმნით, ტლუ თუ გონებაბრჯგუ უწოდა. რაღაც არა გვგონია თავად ჰარტის ინტელექტი „წმინდა გონების კრიტიკის“ სიღრმეებს სწვდებოდეს და არც დონალდ ბატონია ის კაცი ამას სათანადო პასუხი არ გასცეს.

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო