11 X 11
სპორტული პორტალი

დიმიტრის იტუდისი: თორნიკე შენგელია ძალიან მოტივირებულია

0
კორონავირუსისგან განკურნებულმა ცსკა-ს მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა:
“მზად ვარ სამუშაოს დავუბრუნდე. მინდა გუნდის ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისათვის მადლობა გადავუხადო. ამ დღეების განმავლობაში მოთამაშეებთან და ასისტენტებთან კავშირზე ვიყავი. ყველა ვარჯიში ვნახე და გუნდში არსებული სიტუაცია ვიცი.
შენგელია და მილუტინოვი ახალწვეულები არიან, მაგრამ უკვე ვნახე, რომ ადაპტაციას სწრაფად ახერხებენ. მათგან 100%-ით დახარჯვას ველით. ორივენი ძალიან მოტივირებული და აღელვებული იყო. მათ ესმით, სად მოხვდნენ და რას წარმოადგენს ცსკა. ორივე მაღალი დონის, მოტივირებული სპორტსმენია”.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო