11 X 11
სპორტული პორტალი

მესი არ გამოვიდა და სუარესი მოუნდა

0

რომელიმე გრანდი კლუბის სურვილებზე არაა ეს ამბავი. პსჟ-ს ბრაზილიელ თავდამსხმელს ნეიმარს “ბარსელონაში” დაბრუნება და კვლავ ლეო მესი მხარდამხარ თამაში რომ უნდოდა, არ ახალია. ამ ზაფხულის მიწურულს კი ისე მოხდა, რომ თავად მესი აპირებს ბლაუგრანას დატოვებას და ამის გახმაურებისთანავე ნეის თავისი კლუბის შეფებისათვის მიუმართავს, მესის გადაბირების დროაო, მაგრამ იმათ შორს დაუჭერიათ, მოვლენების განვითარებას დაველოდოთო. ახლა კი, როდესაც მესის პარიზში გადასვლა თეორიულადაც აღარ განიხილება, ნეიმარმა “ბარსადან” ასაბარგებლად გამზადებული მეორე ყოფილი თანაგუნდელი ლუის სუარესი ისურვა. პსჟ აქაც მოლოდინის რეჟიმში გადავიდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო