11 X 11
სპორტული პორტალი

მესი სიტიში შეიძლება ვერ გადავიდეს

0

ვერ გეტყვით რამდენად სარწმუნოა, მაგრამ el Mundo Deportivo ამტკიცებს, რომ “ქალაქელებს” გაუანალიზებიათ ლიონელ მესის გადაყვანის ყველა შესაძლო დეტალი და იმ დასკვნამდე მისულან, რომ მისი დამატება მხოლოდ იმ შემთხვევაში უღირთ, თუ მის ტრანსფერში ფულს არ გადაიხდიან. სხვა შემთხვევაში ფეხბურთელის უზარმაზარი ჯამაგირის და ბონუსების გადახდა მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება კლუბს და დიდი ალბათობით ფეირ-პლეის წესების დარღვევისთვის ისევ უეფასთან მოუწევთ სასამართლო ძიძგილაობა, რასაც  სულ ცოტა ხნის წინ ძლივს, მაგრამ წარმატებით დააღწიეს თავი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო