ლიონელ მესის მამა ხორხე, რომელიც ამ დილით მივიდა “ბარსელონას” ოფისში კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუსთან შესახვედრად, ჯერაც იქ იმყოფება, რადგან ბარტომეუმ იმის მომიზეზებით არ მიიღო, რომ “სევილიაში” დაბრუნებულ ივან რაკიტიჩს გამოსამშვიდობებელ შეხვედრას უწყობენ. ამიტომ მესი-მამისა და ბლაუგრანას პრეზიდენტის რანდევუ წესით დღესვე, ოღონდ მოგვიანებით უნდა შედგეს.