11 X 11
სპორტული პორტალი

ბარტომეუ ხორხე მესის სახლში მივიდა

0 18

დღეს დილით უნდა შემდგარიყო ლიონელ მესის მამისა და პირადი წარმომადგენლის ხორხე მესის შეხვედრა “ბარსელონას პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუსთან, მაგრამ ეს რანდევუ კლუბის ოფისში არ მოხერხდა იმის მომიზეზებით, რომ “ბარსელონამ” “კამპ ნოუდან” ოფიციალური გაცილება მოუწყო “სევილიაში” დაბრუნებულ ივან რაკიტიჩს.

სულ ახლახან მოვიდა ცნობა, რომ ბარტომეუს მანქანა, რომელსაც მისი ვაჟი მართავდა, ხორხე მესის ვილასთან  გაჩერდა, “ბარსას” პრეზიდენტი სიტყვის უთქმელად შევიდა სახლში, ხოლო მისი მანქანა მყის უკან გაბრუნდა. სხვათა შორის, მესის მამისა და ბარტომეუს სახლები საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო