“ბარსელონას” თავდამსხმელ ლეო მესის მამა, ხორხე მესი კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუსთან თავისი შვილის სიტუაციის გასარკვევად არგენტინიდან ბარსელონაში ჩაფრინდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხორხე პირდაპირ ბარტომეუსთან წავიდა.
თუმცა, კატალონიური “სპორტი” იუწყება, რომ მანამდე ხორხემ იურისტებთან გაიარა კონსულტაცია.
ხორხემ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვითარება რთულია და ლეოს გუნდში დარჩენა გაუჭირდება.