11 X 11
სპორტული პორტალი

ბეილი: დამნაშავე რეალია!

0

მადრიდის “რეალის” 31 წლის უელსელმა შემტევმა გარეტ ბეილმა, რომელსაც კარგა ხანია საერთოდ არ ათამაშებენ და არც კლუბის გამოცვლას აპირებს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, მას სხვა რომელიმე კლუბმა წელიწადში 20 მილიონი ევრო გადაუხადოს, ინტერვიუ მისცა sky-ს და ყველაფერი “ბლანკოსს” დააბრალა. მისი თქმით, სულ მშვენიერ ფორმაშია, სულ მზადაა ითამაშოს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში კი არა, ბოლოს განაცხადშიც არ შეყავდათ. ბეილმა ისიც ბრძანა, რომ რამდენიმეჯერ გუნდიდან გაშვება მოითხოვა, მაგრამ მისი თხოვნა “რეალის” ხელმძღვანელობამ ყურად არ იღო. “ახლა სატრანსფერო პერიოდია და მზად ვარ სხვაგან გადავიდე, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი პირობებით, მაგრამ მეეჭვება ეს მოხდეს, რადგან “რეალის” შეფები ყველაფერს ართულებენ და მეეჭვება ახლაც ასე მოხდება”, – დაასკვნა ფეხბურთელმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო