11 X 11
სპორტული პორტალი

ბეილის პრობლემა უნდა გადაწყდეს

0 14

 

 

მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველი გარეტ ბეილი გასულ სეზონში ფაქტობრივად არ თამაშობდა, მას უკმაყოფილება აქვს მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან და სიმართლე ითქვას ეს მდგომარეობა სულაც არ აწუხებს. არც კი დაუმალავს, რომ სხვაგან გადასვლა აზრადაც არ მოსვლია და არც უნდა, ურჩევნია კონტრაქტის ამოწურვამდე ბლანკოსში დარჩეს, სათადარიგოთა სკამზე იჯდეს, ანაც განაცხადშიც არ შეიყვანონ და თავისი ხელფასი მიიღოს. ხელფასი კი მოგეხსენებათ ძალიან დიდი, წელიწადში 20 მილიონი ევრო აქვს.

ამ სიტუაციასთან შეგუებას კი მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი არ აპირებს და ცდილობს გამოსავლის პოვნას. კარგა ხანია ელიან, მაგრამ ბეილს მყიდველი არ გამოუჩნდა და ამიტომ დონ ფლორენტინომ ფეხბურთელის აგენტთან პირისპირ მოლაპარაკება გადაწყვიტა. ჯონათან ბარნეტი ამ დღეებში ჩავა მადრიდში და რაღაცაზე შეთანხმდებიან. პერესს ურჩევნია ზიდანი და ბეილი მისი და ბარნეტის შუამავლობით  შეარიგოს და თუ გამოუვიდა, გაიხარებს. თუ არადა, მაშინ აგენტი მისი კლიენტის რაღაც ფორმით „რეალიდან“ გაშვებაზე უნდა დაითანხმოს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო