11 X 11
სპორტული პორტალი

კანავარო კრიშტიანოს ურჩევს

0

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ თავისი შეხედულება კრიშტიანო რონალდოს შესახებ La Gazzetta dello Sport-ს ჟურნალისტს გაუზიარა. მან გაიხსენა “ბარსელონაში” თამაშის პერიოდი, როდესაც მთავარი მწვრთნელი ბერნდ შუსტერი ხანდახან ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდა და ეს არა იმიტომ, რომ აღარ ენდობოდა, არამედ მის ასაკს ითვალისწინებდა და ძალების დაზოგვის საშუალებას აძლევდა. “რონალდო უნდა მიხვდეს, რომ 35 წლისაა. მართალია ჯერაც ძალებითაა აღსავსე, მაგრამ თავს უნდა გაუფრთხილდეს, უჯობს სეზონში 40 მატჩი უმაღლეს დონეზე ითამაშოს, ვიდრე 50 თუნდაც საშუალოზე ბევრად უკეთ”, – ურჩია კანავარომ. საფიქრებელია, რომ დიდი ჟინიანობით ცნობილი რონალდო ამ დარიგებას ყურს არ დაუგდებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო