11 X 11
სპორტული პორტალი

დიბალა იუვეს შეფებზე განაწყენდა

0

ტურინის “იუვენტუსი” წვრთნას შეუდგა და გუნდთან ერთადაა არგენტინელი შემტევი პაოლო დიბალაც, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობაზე განაწყენებულია, რადგან მისთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის დადება გაჯანჯლდა. პაოლო ელოდებოდა, რომ ხანმოკლე შვებულების პერიოდში დაურეკავდნენ და ხელშეკრულებას განაახლებდნენ, რაც არ მოხდა. ბიანკონერის შეფები კი აცხადებენ, რომ სანერვიულო არაფერია, კონტრაქტი მომზადებულია, რამდენიმე ფორმალობაღაა მოსაგვარებელი და ხელმოსაწერად მზად იქნება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო