11 X 11
სპორტული პორტალი

ეგოისტია – მათეუსმა გვარდიოლას წარუმატებლობის მიზეზი თავისებურად განმარტა

0

ლოთარ მათეუსმა “სპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში გადამწყვეტ მატჩებში “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელ პეპ გვარდიოლას წარუმატებლობის მიზეზებზე გამოთქვა მოსაზრება.

“ვფიქრობ, გვარდიოლას უნდა დიდ მატჩებში რაღაც განსაკუთრებული გააკეთოს. მან “ბარსელონას” სისტემა გაითავისა. იქ წარმატებას მიაღწია.

“ბაიერნსა” და “სიტიში” ყოველ ჯერზე ცვლილებებს ახორციელებდა და ყოველთვის წარუმატებლად. მუდამ უნდოდა ეჩვენებინა, რომ საუკეთესოა. მინდა ვუთხრა: “პეპ, გამოჩენილი მწვრთნელი ხარ, მაგრამ შენი სისტემის ერთგული იყავი, თუ შეიძლება!”.

 

მე მას ეგოისტს ვუწოდებდი. დიახ, ეს მკვახე გამონათქვამია, მაგრამ ეს ისაა, რასაც აკეთებდა. “ბაიერნში” ერთხელ ლევანდოვსკი მარცხენა ფლანგზე დააყენა. მაშინ ამან საერთოდ არ იმუშავა”.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო