11 X 11
სპორტული პორტალი

მაგ ფულს ბატკა ტრ..ში გაგიკეთებთ

0 16

მინსკის “კრუმკჩეის” 30 წლის მეკარემ ევგენი კოსტუკევიჩმა ერთ იუთუბ-არხს ინტერვიუ მისცა მის სამშობლოში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისზე და დიდი უკმაყოფილება გამოთქვა ფეხბურთელთა ინერტულობის გამო, რომლებიც თავს არიდებენ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გაცხადებას და მეტიც, ხმას არ იმაღლებენ იმ საშინელ რეპრესიებზე, რომელსაც პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმი ახორციელებს რეჟიმის მოწინააღმდეგებზე.

ევგენიმ ძალიან უცენზუროდ მოიხსენია ბელორუსის ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც “ბატკას” ყურმოჭრილი ყმები უწოდა, კოლეგებს კი შეუძახა, რომ აშშ-ში პოლიციელის მიერ ვიღაც ართუ კარგი წარსულის მქონე კაცის შემთხვევით მკვლელობისათვის კალათბურთელებმა გაფიცვა გამოაცხადეს და ყოველი მატჩის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

“ჩვენ ქვეყანაში კი სრული განუკითხაობაა, მასობრივად აპატიმრებენ, ცემენ, ასახიჩრებენ და კლავენ კიდეც დემონსტაციების მონაწილეებს… თქვენ კი დუმხართ. რა ჯანდაბად გინდათ ის ფული, რომელსაც იღებთ. ერთი დღეც მოვა და მაგ ფულს ტრ..ში გაგიკეთებთ ლუკაშენკოს რეჟიმი და მაშინ უკვე გვიან იქნება. გაბედეთ, ნუ ხართ ლაჩრები და ბელორუსის ნაკრებმაც რაღაც მოძრაობა გააკეთეთ!”, – დაასრულა კოსტუკევიჩმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო