11 X 11
სპორტული პორტალი

მესი და ბარტომეუ ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მოლაპარაკებას გააგრძელებენ

0

ამ წუთებში დასრულდა მოლაპარაკება ლიონელ მესის მამას ხორხე მესისა და “ბარსელონას” პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს შორის. როგორც იუწყებიან, უშედეგოდ. ბარტომეუ ორი საათის განმავლობაში  ყველანაირად ცდილობდა დაემტკიცებინა ხორხესათვის, რომ მისი შვილისათვის უკეთესი იქნებოდა გუნდში დარჩენა, რადგან გამოსასყიდი თანხის (700 მილიონი ევრო) გადაუხდელად არ გაუშვებენ, ხოლო ხორხე არ თანხმდებოდა, რადგან მიაჩნია, რომ ლეოს სათანადო პატივს არ მიაგებენ. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ არის შანსი მორიგებისა და მოლაპარაკებას ხვალ გააგრძელებენ. ბარტომეუს კლუბის მენეჯერი ხავიერ ბორდასი ახლდა, ხორხეს კი შვილი როდრიგო და ადვოკატი ხორხე პეკური უმაგრებდნენ მხარს. ერთადერთი, რაზეც შეთანხმდნენ, ის გახლდათ, რომ ლეო რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით ჯერჯერობით არ ივარჯიშებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო