“ბარსელონას” თავდამსხმელ ლეო მესის მამა, ხორხე მესი როსარიოდან კატალონიაში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა და ელ-პრატის აეროპორტში ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
“მე არაფერი არ ვიცი, ბიჭებო. ყველაფერი რთულადაა. გვარდიოლასთან” არ მისაუბრია. ლეოს გაუჭირდება “ბარსელონაში” დარჩენა”.
ამის შემდეგ ის ტაქსით კლუბის ოფისში გაემგზავრა, სადაც “ბარსას” პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს უნდა შეხვდეს.