11 X 11
სპორტული პორტალი

რა თქვა მესიზე კროოსმა

0

მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, რომელიც სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება ინტერვიუ მისცა “ასშაიტედ პრესს”. მას ლიონელ მესის შესახებაც ჰკითხეს.

“მესის “ბარსელონადან” გადასვლის ამბავი ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ამ საქმეში კარგად არ ვარ ჩახედული. ვნახოთ, ჯერ ხომ ყველაფერი არ არის გადაწყვეტილი. ესპანური ლა ლიგისათვის მესის შესაძლო წასვლა, ისევე როგორც კრიშტიანო რონალდოს “იუვენტუსში” გადასვლა, დიდი დანაკარგი იქნება. რაც შეეხება “რეალს”, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის დაკლება ჩვენს მარადიულ მეტოქეს “ბარსელონას” ძალიან დაასუსტებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემპიონატებს იოლად მოვიგებთ”, – დაასკვნა კროოსმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო