11 X 11
სპორტული პორტალი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი კვლავ მაისაშვილი იქნება

0 16

საქართველოს რაგბის კავშირმა თავისი საიტით განცხადება გაავრცელა, რომ ნაკრების მწვრთნელად ამ ეტაპზე უცხოელი სპეციალისტის მიწვევას არ აპირებენ:

“ბოლო პერიოდში უცხოურ და ქართულ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ თითქოს ამა თუ იმ სპეციალისტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ დეკემბრამდე, ანუ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, “ბორჯღალოსანთა” სამწვრთნელო შტაბში რაიმე სახის ცვლილებები არ იგეგმება”.

შეგახსენებთ, ამჟამად “ბორჯღალოსნებს” ლევან მაისაშვილი წვრთნის.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო