11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება

0
03.06.21. 663×81 ბანერი
დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი, 12-გუნდიანი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება, ქვეყნის ჩემპიონი კი მაისში გამოვლინდება.COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყვეტილი შარშანდელი ჩემპიონატის შემდეგ, დიდ 10-ში გუნდების რაოდენობა ერთი წლით 12-მდე გაიზარდა. ისინი 2019/2020 წლების სეზონის დაუსრულებელი ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტში არსებული სატურნირო ვითარების მიხედვით, ორ ექვს-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.„ა“ ჯგუფში მოხვდნენ ‘ლელო-სარასენსი’, ‘ხარები’, ‘აკადემია’ ‘იუნკერები, ‘ლოკომოტივი’ და ‘ვეფხვები’; „ბ“ ჯგუფში ითამაშებენ ‘ბათუმი’, ‘აია’, ‘ჯიქი’, ‘ყოჩები’, ‘არმაზი’ და ‘არესი’.გუნდები ორ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც, მეორე ეტაპზე, თითოეული ჯგუფის მოწინავე სამ-სამი გუნდი 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფს შექმნიან, ხოლო მეოთხე-მეექვსე გუნდები ასევე 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან და ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ.მეორე ეტაპზე ყველა გუნდს გადაყვება პირველ ეტაპზე მოპოვებული 4 მატჩის შედეგი: იმ ორ გუნდთან, ვისთან ერთადაც შევიდა ექვსეულში. ექვსეულში თითოეული გუნდი გამართავს 6 შეხვედრას, შინ და გარეთ ეთამაშება მხოლოდ მეორე ჯგუფიდან გამოსულ სამ გუნდს, რომელთანაც პირველ ეტაპზე არ უთამაშია.მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, მოწინავე ექვსეულის გუნდები საჩემპიონო ფლეი ოფში ჩაერთვებიან. ფლეი ოფის პირველ, ერთმატჩიან დუელში მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს მასპინძლობს. ორი მოწინავე პირველ ეტაპზე ისვენებს და ფლეი ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვება – პირველადგილოსანი პირველი წყვილის გამარჯვებულს, ხოლო მეორეადგილოსანი მეორე წყვილის გამარჯვებულს უმასპინძლებს.ნახევარფინალური წყვილების გამარჯვებულები „ოქროს ფინალში“ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ფინალამდე სამი თვით ადრე შერჩეულ სტადიონზე ითამაშებენ. ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები ბრინჯაოს ფინალს ითამაშებენ.ქვედა ექვსეულში ფლეი ოფები არ გაიმართება და ბოლო სამი გუნდი 2021/2022 წლების სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს. მათ ნაცვლად, 2020/2021 წლების პირველი ლიგის გამარჯვებული დიდ 10-ში აღზევდება.მეორე ეტაპის შედეგად, ქვედა ექვსეულში მესამე ადგილზე გასული გუნდი, პირველი ლიგის მეორეადგილოსანს 2021/2022 წლების დიდი 10-ის საგზურისთვის ერკინება. ორრაუნდიანი დუელის პირველ მატჩში მასპინძელი პირველი ლიგის გუნდი იქნება. გამარჯვებული ორი შეხვედრის ჯამური შედეგით გაირკვევა.2020/2021 წლების დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირიტური. 9-11 ოქტომბერი„ა“ ჯგუფივეფხვები (პატარძეული) – ლელო (თბილისი)ლოკომოტივი (თბილისი) – ხარები (რუსთავი)იუნკერები (კიკეთი) – აკადემია (თბილისი) „ბ“ ჯგუფიარესი (ქუთაისი) – ბათუმი (ბათუმი)არმაზი (მარნეული) – აია (ქუთაისი)ყოჩები (ბოლნისი) – ჯიქი (გორი)rugby.ge
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო