უელსის ნაკრებში შეკრებაზე მყოფმა თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა Sky Sports-ს ინტერვიუ მისცა და “რეალში” თავის მდგომარეობაზე ესაუბრა:
“თუ პრემიერლიგაში კარგი ვარიანტი გამომიჩნდა, აუცილებლად განვიხილავ. ამ და მომავალ სატრანსფერო ფანჯრისას ბევრი დრო მექნება. დრო გვაჩვენებს, ყველაფერი “რეალის” ხელთაა.
გასულ წელს წასვლას ვცდილობდი, მაგრამ მათ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩამიშალეს. ახალმა პროექტმა ამაღელვა, მაგრამ მისი რეალიზაცია არ მოხდა. კიდევ სხვა შემთხვევები იყო, როდესაც წასვლას ვცდილობდი, მაგრამ კლუბმა ამის უფლება არ მომცა.