11 X 11
სპორტული პორტალი

სუარესი იუვენტუსში გადადის – ბარსელონას კომპენსაციის გადახდა არ უნდა

0

“ბარსელონამ” თავდამსხმელ ლუის სუარესთან კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია.

ურუგვაელი თვლის, რომ “ბარსამ” კონტრაქტის გაწყვეტისათვის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, მაგრამ კატალონიური კლუბი ფულის გადახდას არ აპირებს.

“ბარსელონამ” “იუვეს” შეატყობინა, რომ მზადაა სუარესი უფასოდ გაუშვას. “ბარსას” უნდა ეს თანხა “იუვენტუსმა” გადაუხადოს.

“ბებერ ქალბატონს” სურს საკითხი მალე გადაიჭრას, რადგან მალე იტალიის ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუარესთან დამშვიდობება “ბარსელონას” 14 მილიონი ევრო დაუჯდება.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო