გამოცემა COPE წერს, რომ მადრიდის “რეალმა” “ჩელსიდან” ბელგიელი შემტევის ედენ აზარის ტრანსფერში არა 100, არამედ 160 მილიონი ევრო გადაიხადა და ეს თანხა სამ ტრანშად იყო გადანაწილებული. 2019 წელს ლონდონელებმა 40 მილიონი, ხოლო 2020 წელს 56 მილიონი მიიღეს, ხოლო გაისად 64 მილიონ ევროს ჩაურიცხავენ. აზარის ფასის ზრდა იმანაც გამოიწვია, რომ ფიფას წესებით ფეხბურთელი, რომელიც 12-დან 23 წლამდე რომელ გუნდშიც თამაშობდა, მისი ყოველი ტრანსფერის ფასიდან 5%-ს იღებს. ასეთი კი სამია: “ტუბიზი”, “ლილი” და “ჩელსი”.
მოგვიანებით, ამ ინფორმაციას მადრიდის “რეალის” ოფიციოზმა მტკნარი სიცრუე უწოდა.