11 X 11
სპორტული პორტალი

ბარტომეუს კორუფციის ბრალდება წაუყენეს

0

 

 

 

 

ესპანური გამოცემები წერენ, რომ დღეს საღამოს კატალონიის პოლიციამ ბრალდება წაუყენა „ბარსელონას“ პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბარტომეუს. ძიება ე.წ. „ბარსაგეიტზე“ კარგა ხანია მიმდინარეობს. სამართალდამცავებს მიაჩნით, რომ ბარტომეუმ კომპანია I3 Ventures-ს, რომელიც მის პირად რეპუტაციას იცავდა და თან „ბარსელონას“ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით ლიონელ მესისა და ჟერარ პიკეს აკრიტიკებდა, იმაზე ექვსჯერ მეტი თანხა გადაუხადა, რაც ასეთი „მომსახურება“ ღირს. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელი ბარტომეოსთან დაახლოებული პირი ჟაუმე მასფერერია. პოლიცია ეჭვობს, რომ კლუბიდან ამ კომპანიაში გადარიცხული ფული მასფერერმა და ბარტომეუმ ჩაიჯიბეს. „ბარსელონას“ პრეზიდენტი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. დავუშვათ კორუფცია არ არის, მაგრამ საკითხავია რამდენად მორალურია კლუბის პრეზიდენტის ამგვარი ქმედება გუნდის წამყვანი ფეხბურთელების მიმართ? სხვათა შორის,  სწორედ ახლა, როდესაც მესის წასვლა-დარჩენაზე ერთი ამბავია ატეხილი, ბარტომეუსადმი ბრალდების წარდგენის მოტივაციის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო