11 X 11
სპორტული პორტალი

დარჩა, დარჩა!!!

0 12

როგორც იქნა გაირკვა. ამ წუთებში პორტალ Goal.com-ზე გამოქვეყნდა ლიონელ მესის დიდი ინტერვიუ, სადაც არგენტინელმა ვარსკვლავმა არ დამალა, რომ ნაწყენია “ბარსელონას” ხელმძღვანელობაზე და ამიტომაც უნდოდა სხვაგან გადასვლა. მას იმედი ჰქონდა, რომ კონტრაქტში გაწერილი გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევრო ანულირებული იქნებოდა, მაგრამ ბლაუგრანას შეფები იურიდიულ ნიუანსებს ჩაეჭიდნენ და თუ მესი დარჩენას არ დათანხმდებოდა, დავა სასამართლოში უნდა გადაწყვეტილიყო, ეს კი დიდ დროს წაიღებდა და ამიტომ ბედთან შეგუება ამჯობინა. ამას ისიც დაემატა, რომ “ბარსელონას” ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი გუნდის აწყობას მესის ირგვლივ აპირებს და ესეც დამატებითი მოტივი გახდა დასარჩენად. ასე რომ, ერთი სეზონი მესი ისევ “ბარსელონელია”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო