11 X 11
სპორტული პორტალი

დიეგო კარლოსი  მანიუმაც ისურვა

0 15

 

გასულ სეზონში „სევილიას“ ბრაზილიელმა მცველმა დიეგო კარლოსმა საიმედო თამაშით თავი გამოიჩინა და მისი გადაყვანა „მანჩესტერ სიტიმ“, „არსენალმა“, „ლივერპულმა“, „ბაიერნმა“ და „ბარსელონამ“ ისურვეს. ანდალუსიური კლუბი მის 2024 წლამდე მოქმედ კონტრაქტში  გამოსასყიდად ჩაწერილ 75 მილიონ ევროს ითხოვს და რასაკვირველია, 27 წლის მცველში ამდენს არავინ გადაიხდის. ყოველ შემთხვევაში, დიეგო კარლოსის მსურველებს ახლა „მანჩესტერ იუნაიტედიც“ შემატებია და მანკუნიანელებს მოლაპარაკებაც წამოუწყიათ ანდალუსიელებთან და ვნახოთ, რა გამოუვათ.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო