11 X 11
სპორტული პორტალი

მაგუაერს ამნისტია ოქტომბერში შეეხება

0

“მანჩესტერის” კაპიტანი და ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაერი ინგლისის ეროვნული ნაკრებიდან იმის გამო მოკვეთეს, რომ შვებულების დროს ბერძნულ კუნძულ მიკონოსზე მეგობრებთან ერთად ჯერ თანამემამულე ტურისტებს ეჩხუბა, შემდეგ არც პოლიციას დაემორჩილა და მათაც დასცხეს. დაკავებული მაგუაერი საბერძნეთიდან კი გამოუშვეს, მაგრამ მისი საქმე სასამართლოშია და ალბათ, დიდ ფინანსურ ჯარიმას აკმარებენ.

დღეს კი “სამი ლომის” თავკაცმა გარეტ საუთგეიტმა იუწყა, რომ იმედია ჰარიმ ჩადენილი საქციელი მოინანია, გაიაზრა რა მის მიერ დაშვებული შეცდომა და თუ ფორმაში იქნა, ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისათვის გუნდში დააბრუნებს.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო