11 X 11
სპორტული პორტალი

მესის საქმე სასამართლომდე მივა

0 12

დიდი ალბათობით ასეც უნდა მოხდეს, რადგან ლიონელ მესის პირადი წარმომადგენლის და  მამის ხორხეს სახელით ერთი საათის წინ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მის  შვილს არსებული კონტრაქტის მიხედვით 2019/2020 წლის სეზონი დამთავრების შემდეგ შეეძლო “ბარსელონას” დატოვების შესახებ განეცხადებინა და მაშინ მის გამოსასყიდ თანხად დასახელებული 700 მილიონი ევრო ანულირდებოდა.

ამ განცხადებას დაუყონებლივ უპასუხა არა კლუბმა, არამედ ლა ლიგას ხელმძღვანელობამ, რომელიც საპირისპირო პოზიციაზე დგას. ასე და ამრიგად, რეალურად ერთადერთი გზა – სასამართლოა დარჩენილი, რომელიც უფალმა უწყის როდის გამოიტანს თავის ვერდიქტს და შემდეგ ის განაჩენიც უფრო ზემო ინსტანციაში გადაინაცვლებს და ბოლო სიტყვის თქმა, ალბათ, ლოზანის უმაღლეს საარბიტრაჟო სასამართლოს მოუწევს.

ამასობაში კი შეიძლება ახალი სეზონი დასრულდეს კიდეც. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, რადგან მესის ნამდვილად არ სურს სასამართლო განხილვები და შეიძლება წასვლა გადაიფიქროს კიდეც.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო