11 X 11
სპორტული პორტალი

ვლადიმირ ვაისი: იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები მზად არიან და კარგ თამაშს შემოგვთავაზებენ

0

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეორე გათამაშებას ტალინში დაგეგმილი მატჩით იწყებს. თბილისში გამართული ოთხდღიანი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით 4 სექტემბერს დილით გაემგზავრა. რამდენიმე საათში კი ქართველმა ფეხბურთელებმა წლის სადებიუტო მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. ა ლე კოქ არენაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. ვარჯიშის დაწყებამდე კი ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ვლადიმირ ვაისმა უპასუხა.

“რთულია ვივარაუდოთ, თუ როგორი იქნება ხვალინდელი შეხვედრა. ჩვენ გუნდს ბევრი მოთამაშე აკლია. ასევე ვიცით, რომ ესტონეთსაც აქვს დანაკლისი. ეს ჯგუფის პირველი შეხვედრაა და ყოველთვის მნიშვნელოვანია კარგად დაწყება. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად. რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვიცით, რომ ეს იოლი არ იქნება. ყველამ იცის, რომ ხუთი წლის წინ ნაკრებმა აქ წააგო. შემდეგ საქართველოში ამხანაგური თამაში მოვუგეთ ესტონეთს. მაყურებლის გარეშე კი მატჩების ჩატარება ნამდვილად რთულია.

რაც შეეხება ბელარუსთან მატჩს, ჩვენ ვეცდებით, კარგი თამაში და შედეგი ვაჩვენოთ. მაგრამ ამ დროისთვის ოთხივე ნაკრებს – საქართველოს, ბელარუსს, ჩრდილოეთ მაკედონიას და კოსოვოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თანაბარი 25 პროცენტიანი შანსი აქვს. ყველაფერს მომდევნო თვეებში ვნახავთ.

ახლა მნიშვნელოვანი ხვალინდელი თამაშია – იწყება ერთა ლიგის ახალი გათამაშება, სადაც გუნდებს აქვთ ახალი შესაძლებლობა, იბრძოლონ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის. ესტონეთთან თამაში არ არის პლეიოფის მოსამზადებელი მატჩი, მაგრამ საინტერესოა, როგორ ითამაშებენ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები და როგორ მოემზადა გუნდი მატჩისთვის. მითუმეტეს, ბევრი ფეხბურთელი პანდემიის გამო დიდი ხნის განმავლობაში არ თამაშობდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები მზად არიან და კარგ თამაშს შემოგვთავაზებენ”.

GFF.GE

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო