11 X 11
სპორტული პორტალი

ხამეს ევერტონელი 

0
საფეხბურთო სამყაროს რუმენიგეზე უკეთესი ბევრი ფორვარდი არ ახსოვს. ვისაც კალეს თამაში არ უნახავს, მის სიდიადეს მარტივად დავუმტკიცებ: ისტორიაში ყოფილა ხალხი, ვინც ოქროს ბურთი დაუმსახურებლად მოიგო, მაგრამ ორჯერ – არასდროს. კალეს ორი აქვს. როდესაც ბაიერნში იჯარით მყოფი ხამესი რეალში ბრუნდებოდა, რუმენიგემ თქვა, მას მსოფლიოში მეორე საუკეთესო მარცხენა აქვსო. რა თქმა უნდა, პირველი მესია. პირველისგან განსხვავებით, მეორე ვინ არის, გემოვნების საკითხია, მაგრამ როდრიგესს ოცდამეერთე საუკუნემდე რომ ეთამაშა, დარწმუნებული ვარ, მისი სახელი მეტად კაშკაშა იქნებოდა. ანჩელოტიც მისი ტალანტის თაყვანისმცემელია. იტალიელი სადაც წავიდა, ხამესი ყველგან წაიყვანა: ჯერ რეალში, შემდეგ ბაიერნში, ახლა კი ევერტონში. ამერიკულ-ირანული კაპიტალით მოძლიერებული მერსისაიდელები ტრანსფერებს არ ერიდებიან და “ტკბილეულებისთვის” ძველი დიდების დაბრუნება განუზრახავთ. ლივერპულისკენ კოლუმბიელს თანამგზავრებიც ჰყავს: ნეაპოლიდან ალანი და უოტფორდიდან კი დუკურე. დიქსი დინი და ვიწყებთ…  
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო